საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.
როგორც ცნობილია, ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართა და პრეზიდენტი პირველივე სამუშაო დღეების დროს ამბობდა, რომ მისი პირველი ვიზიტი ევროპაში, მათ შორის ბრიუსელში შედგებოდა.