23 უკრაინელი, რომელიც დაღუპული გვეგონა, ცოცხალია – ამის შესახებ, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან, რუსულმა მხარემ, განაცხადა, რომ 23 უკრაინელი, რომლებიც გარდაცვლილად ითვლებოდნენ, ცოცხლები არიან.
- “რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა! ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რაც, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ეხება. 23 ჩვენი მოქალაქე და გმირი, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, რუსული მხარის მტკიცებით ცოცხლები არიან. ეს დიდი პოზიტიური ამბავია.”- წერს ლუბინეცი.