“24 საათის განმავლობაში ჩემი კვება არავის გახსენებია” – რას ყვება გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

“24 საათის განმავლობაში ჩემი კვება არავის გახსენებია”-  “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, გედევან ფოფხაძე აცხადებს რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია. ამასთან დაკავშირებით მან  ტელეკომპანია “მთავარის გადაცემა, “ღამის მთავარში” ისაუბრა.

“სისტემა არ არის მზად რომ სრულფასოვნად იზრუნოს პაციენტებზე.  24 საათის განმავლობაში  მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს ესეც. საკვების და ჩაის მხრივ არავის გახსენებია, რომ ადამიანს რამე შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო, – განაცხადა  გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ ასევე აღნიშნა რომ ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოების ნორმები  დაცული არ არის და ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს,მან ასევე აღნიშნა რომ პაციენტების  ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა.