24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 9 სარაკეტო და 37 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 25-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკას, ბახმუტის, ივანჰრადის, ოპიტნეს, კლიშივკას, მარინკას, პავლივკას, ვოდიანეს, მაიორსკის და ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.