$25 მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ლარი მცირედით გამყარდა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მეექვსე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $25.4 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ სავალუტო აუქციონის შედეგად, დღეს ლარი მცირედით გამყარდა.

დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.62 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1115 ლარი გახდა.