26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა:

“მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა. ეს ორივე მხარის სურვილია. კარგი ურთიერთობები შევინარჩუნეთ, ერთმანეთს პატივს ვცემთ. ბავშვები უკვე დიდები არიან, ცხოვრება კი გრძელდება“– ციტირებს კლიჩკოს უკრაინული მედია.

კლიჩკო ამბობს, რომ ის და მისი ცოლი მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, არის თუ არა მისი გული თავისუფალი, კიევის მერმა სიმღერიდან ფრაზით უპასუხა: “როგორ არ უნდა მიყვარდე, კიევო ჩემო!“ და დასძინა, რომ მისი გული უკვე დაკავებულია და ის კიევმა დაიკავა.

26 წლიანი ქორწინებისას კლიჩკოს და მის ცოლს 3 შვილი შეეძინათ. უფროსი ეგორ–დანიელი 2000 წელს დაიბადა, 2002 წელს ქალიშვილი ელიზავეტა–ვიქტორია, 2005 წელს კი ბიჭი მაქსიმი დაიბადა. თავად ნატალია კლიჩკოს თქმით გერმანიაში ცხოვრობს. ბავშვები საზღვარგარეთ სწავლობენ.