27 მარტს, ჩემი სამხედრო ბილეთი, სურათები რუსულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 27 მარტს, მისი პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა.

“27 მარტს რუსულ ტელეგრამ არხზე, ჩემი სამხედრო ბილეთი, ჩემი სურათები, ახლაც დევს, საიდან მოხვდა მაგის წყაროს ვერ ვიტყვი, არც ვიცი, ცოტა ძნელია ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩემზე და ჩემს რამოდენიმე მეგობარზე ინფორმაცია ჰქონდათ რუსებს. დაახლოებით 5 მილიონი მნახველი ჰყავდა რუსეთის ტერიტორიაზე ამ ინფორმაციას.” – ამბობს ხმალაძე. 

აქვე შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” მოამზადა სიუჟეტი საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა, რითიც კრემლს სრული წვდომა მისცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი ინსტრუქტორის ინფორმაციაზე.