28 ნოემბრიდან ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ, იმუშავებს აგრარული ბაზრები

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში,  ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოზე მიიღეს.

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.