3 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა

მას შემდეგ, რაც  რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საჰაერო დაბომბვას 9 წლის გოგონა, მისი დედა და  ერთი ქალი ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა.  ქვეყნის შს მინისტრს,  იგორ კლიმენკოს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავშესაფრების ინსპექტირება დაევალა და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და ეროვნული პოლიცია ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

“სამწუხაროდ, დღესაც, ამ ყველაფრის შემდეგ, კიევის მოსახლეობა კვლავ ავრცელებს ინფორმაციას თავშესაფრების მიუწვდომლობის შესახებ.  არა მხოლოდ დახურულ თავშესაფრებზე, არამედ ქვეყნის ზოგ რეგიონში მათ არარსებობაზეც. ქალაქში დაუდევრობის ეს დონე არ შეიძლება რაიმე მიზეზით იყოს გამართლებული”. – ამბობს ზელენსკი.

უკრაინაში საჰაერო თავდასხისას 9 წლის გოგონამ, მისმა დედამ და კიდევ ერთმა ქალმა თავშესაფარში შესვლა ვერ მოახერხეს რადგან დაკეტილი იყო.