3 დღეა სახლში ვერ შედის, ქუჩაში ვარ და ვიყინებიო, გაოგნებული ვარ – ვიკა ბუკია ინფიცირებულ თანამშრომელზე

“3 დღეა სახლში ვერ შედის, ქუჩაში ვარ და ვიყინებიო “- ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც კორონავირუსი ცოტახნის წინ დაამარცხა სოციალურ ქსელში, კოვიდ-ინფიცირებულ თანამრომელზე სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, მის თანამშრომელს დღეს დაუდასტურდა ვირუსი თუმცა სახლში ვერ მიდის, რადგან მცირეწლოვანი ბავშვები და სხვა ოჯახისწევრები ჰყავს.

“გაოგნებული ვარ. ახლა გავიგე, რომ 3 დღეა ჩემი სიცხიანი (გემო და ყნოსვა თავიდანვე დაკარგა) თანამშრომელი თურმე ქუჩაშია სანახევროდ და სახლში გვიანობამდე ვერ შედის. ყავს მცირეწლოვანი ბავშვები და სხვა ოჯახის წევრები. არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა; უყვება ამ ყველაფერს 112-ს და ეუბნებიან ვერ მოვალოთო. როგორც იქნა დღეს გაიკეთა ტესტი და ცხადია დადებითია. და ახლა გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდის დადასტურებული სტატუსით და გვეუბნება აღარ ვიცი რა გავაკეთოო. ქუჩაში ვარ და ვიყინებიო.

აი, ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ძალიან კმაყოფილ გახარიას, რომელმაც წინა კვირას გამოგვიცხადა – მე რომ იზოლაციაში წავიდე ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებსო
ბატონო გიორგი, ნუ წახვალთ იზოლაციაში, მაგრამ სხვები მაინც გაუშვით.” – წერს ვიკა ბუკია.