3 ოქტომბერს მიზეზს მოიგონებს, ახლა არ იყო საჭირო ჩამოსვლაო – ელისაშვილი სააკაშვილზე

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება.

“მაგას ჰგონია, რომ პოლონეთიდან უკრაინამდე რომ გაარღვია და შევარდა… ეგეთი რაღაც აქ არ მოხდება, გამორიცხულია და ის ვერ გაბედავს [ჩამოსვლას]. სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ დაიჭერენ. აგერ მე და აგერ თქვენ, 3 ან 4 ოქტომბერს ისევ მიზეზს მოიგონებს, რომ არა, ახლა ჯერ არ იყო საჭირო ჩემი ჩამოსვლაო”,– ამბობს ის “იმედთან” საუბრისას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საარჩევნოდ ქვეყანაში დაბრუნება 6 სექტემბერს დააანონსა. მისი თქმით, დაპატიმრების არ ეშინია.