3 791 საარჩევნო უბნიდან ოქმების 26% დარღვევითაა შევსებული – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დათვლილი.  როგორც “აი, ფაქტი” წერს, ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. აღმოჩენილია:  93 შესწორების ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს ვერ აბალანსებს და აღმოჩენილია ასევე 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები საერთოდ არ ჯამდება და შესწორების გარეშეა დარჩენილი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტმა”  ოქმები იმ შესწორებების მიხედვით დათვალა, რომელიც დაწერილი იყო 1 ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. მათ მონაცემებში გათვალისწინებული არაა შესწორების ის ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს.

“დავაჯამეთ ყველა საარჩევნო უბნის ოქმი და ვნახეთ, რომ 26 პროცენტი დარღვევითაა შევსებული. ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

მუშაობის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებდით იმ შესწორებებს, რომელიც დაწერილი იყო 1 ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. არ გავითვალისწინეთ შესწორების ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს. დაწერეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შესწორების გარეშეა დარჩენილი.

როგორც აღმოჩნდა, არითმეტიკა ყველაზე უკეთ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უბნებზე იციან, სადაც ოქმებში დისბალანსის მაჩვენებელი 7%-ა. ყველაზე ცუდად კი საბურთალოზე, რომელიც ოქმებში დისბალანსის მაჩვენებლით ლიდერია – 46%.

რადგან ჩვენ ეჭვიანი ჟურნალისტები ვართ და არავის ვენდობით, ჩვენით გადავამოწმეთ ყველა ოქმი. 

ამ ექსელს 12 ადამიანი 3 დღის განმავლობაში ვქმნიდით სრულიად მოხალისეობრივად (მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით). ექსელში იპოვით დაჯამებულ მაჩვენებლებს თითოეული ოლქის შესახებ. აქვეა დეტალურად ყველა ოლქის შემაჯამებელი ოქმების სრული აღწერა. თითოეული ოქმი დათვლისას 3-4-ჯერ გადავამოწმეთ და შემდეგ დამატებით, როგორც ჩვენს ყველა მასალას ვამოწმებთ ფაქტებზე, ასე გადავთვალეთ კიდევ.”- ნათქვამია “აი, ფაქტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რომ მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ – მეგრელიშვილი ოპოზიციაზე

პარტია გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამჟამად როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება აშინებს. ,,ეს ხალხი...

მათთვის ვინც ვერ გაიგო: სიძულვილის ენის დაგმობა არაა ძალადობის წახალისება – ბოჭორიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ "არც ჟურნალისტებისგან აკლიათ სიძულვილის ენა", დამატებით განმარტებას ავრცელებს. მისი...

ძალადობა დანაშაულია და უფრო ამაზრზენია, თუ ის ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს. "ძალადობა...

ვოლსკი: შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს – ეს არ არის წინადადება

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მისივე...

ჟიჟილაშვილი: მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის. როგორც ჟიჟილაშვილმა სოფო ზურაბიანის...

უმრავლესობის აზრი ემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისა...

ძალადობა არსებული პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია – პრეზიდენტი სანაიაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახი სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ძალადობას...

ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალტიის ქვეყნების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევა-მარია ლიიმეტსმა, ედგარს რინკევიჩმა და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო