300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია – თურნავა

“მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია”- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით კარგად ესმის რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია მაგრამ პანდემიის პირობებში  ისედაც დიდი ბიუჯეტი იხარჯება და მეტის გაღება მთავრობას არ შეუძლია.

“მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის დროებითი შეზღუდვა და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად ითხოვს ვაჭრობის სექტორი — მალე გავხსენითო, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი, რომ ეს სამუშაო ადგილები აღდგება, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ითხოვენ, რომ ვერ ვიმუშავებთო, ისინი ამბობენ, რომ ვიმუშავებთ და გაგვხსენითო. ამიტომ სანამ ამ შეზღუდვის განხორციელება გვიწევს, ეს ადამიანები ისარგებლებენ ამ 300 ლარით”, — განაცხადა თურნავამ.