პუტინის ამბიციებს შეწირული ქალაქი – 334 დაღუპული, მათ შორის 186 ბავშვი : ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

2004 წლის სკოლა №1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი, არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, არამედ წყლის დალევაც კი.

რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.

ახლა აქ  კედლებზე გამოფენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული 300-ზე მეტი მსხვერპლის ფოტოები. 2004 წლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა – სკოლა დანგრეულია. ტყვიებით  დაცხრილულ კედლებზე წარწერებია: “გვახსოვს”, “ვგლოვობთ”. დარბაზის ერთ ბოლოში დამწვარი შვედური კედელია, მეორეში – კალათბურთის დამწვარი ფარები. დარბაზის შუაში მართლმადიდებლური ჯვარი დგას. მის გარშემო განთავსებულია ღია ბოთლები სუფთა წყლით – მძევლად აყვანილთა სამახსოვროდ, რომლებიც ზაფხულის ორი ცხელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად მოკლებულნი იყვნენ წყალს. აქ მოკლული 186 ბავშვის სამახსოვროდ, ბესლანის მოსახლეები აგრძელებენ სათამაშო მანქანების, დათუნიებისა და სხვა სათამაშოების მიტანას.

 

 მძეველად აყვანილი ბავშვი დეტონატორის გვერდით ზის, რომელსაც ტერორისტი ფეხით მართავს

 

სპორტდარბაზში იქ სადაც მძევლები ჰყავთ დატყვევებული, ტერორისტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს
სპორტდარბაზში იქ სადაც მძევლები ჰყავთ დატყვევებული, ტერორისტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს