4 დიდ ქალაქში აცრების ჩასატარებლად სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,4 დიდ ქალაქში აცრების ჩასატარებლად სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება.თბილისში ასეთი სივრცეებია – რესპუბლიკურის, ინფექციურის, ბოჭორიშვილის საავადმყოფოები, ჰუალინგის, კავკასიის მედიცინის ცენტრები და სხვა.

“ჩვენ გადავეცით შტაბს სია, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ამ ოთხ დიდ ქალაქში არის მთავარი ლოკაციები მოგეხსენებათ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს ფეხითაც შეგიძლიათ მიხვიდეთ”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში სხვადასხვა შეზღუდვა იმოქმედებს.

  • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • სრულიად იკრძალება მასობრივი შეკრებები;
  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშობა;
  • კვების ობიექტების მუშობა, ნავლად ღამის 00:00 საათისა, 23:00 საათამდე იქნება დასაშვები;
  • საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, თანამშრომლებო მაქსიმალურად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. საბჭოს ანალოგიური რეკომენდაციით კერძო სექტორსაც მიმართავს.