4 დღეში რუსულ თავდასხმებს 16 ბავშვი ემსხვერპლა, 45 კი დაჭრილია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 4 დღეში 16 ბავშვი დაიღუპა, 45 კი დაჭრილია.

”უკრაინელებმა მსოფლიოს აჩვენეს, ვინ ვართ რეალურად. რუსეთმა კი აჩვენა როგორი გახდა. უბრალოდ დაფიქრდით, რუსეთის შემოჭრიდან სულ რაღაც 4 დღეში, მათ თავდასხმებს 16 ბავშვი ემსხვერპლა, 45 კი დაჭრილია. ყოველი დანაშაული და ყოველი თავდასხმა, რომელსაც ისინი ჩვენს წინაშე ჩადიან, ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო გვაერთიანებს”- განაცხადა ზელენსკიმ.