4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი – პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე განუწყვეტლივ, ამ საკითხებს პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.