“ტრიბუნას დაუჭირონ მხარი, 41-ის დედა ვატირე, რაღა დროს 41-ია, გავიდა მაგისი ვადა. ვადაგასული პროდუქტია ქართული ოცნება, რომელსაც უნდა, რომ გადაარტყან ვადა და ისევ თავიდან შეატენონ. არ არსებობს. 2012-ის და 2016-ის გუნდის ლიდერები აბსოლუტურად სხვა ადამიანები იყვნენ, როგორ შეიძლება იმ ოცნებას შეადარო დღეს კობახიძის და ღარიბაშვილის ოცნება.

ივანიშვილიც თვითონ ვადაგასულია, იმიტომ რომ 9 წელიწადში ვერაფერი შესთავაზა ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ყველა მოიშორა, ვინც ცვლილებებს სთავაზობდა, ახსენებდა დაპირებას”

განაცხადა მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ TV პირველის ეთერში.