5 დეკემბერს რუსეთმა უკრაინას $400-500 მილიონის ღირებულების რაკეტები ესროლა

Forbes Украина” ავრცელებს ინფორმაციას რომ 5 დეკემბერს რუსეთმა უკრაინას $400-500 მილიონის ღირებულების რაკეტები ესროლა.

უკრაინული მხარის თქმით, რუსებმა უკრაინელებს 70-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, ხოლო მათ  60-ზე მეტი რაკეტის განეიტრალება შეძლეს. კერძოდ, ოკუპანტებმა ისროლეს 38 X-101/X-555 ფრთოსანი რაკეტა, 22 “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტა, სამი X-22 ფრთოსანი რაკეტა, ექვსი მართვადი საჰაერო რაკეტა X-59 და ერთი X-31P.

გამოცემა იუწყება რომ რაკეტების ღირებულების გამოსათვლელად გამოიყრნა  შემდეგი შეფასებები: X-101 – ის ღირებყლება 13 მილიონი დოლარია , X-555 – $4 მილიონი, Caliber – $6,5 მილიონი, X-22 – $1 მილიონი, X-59 – $0.5 მილიონი, X-31P – 0.5 მილიონი დოლარი.