5 ივლისს მომხდარზე ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს – გიორგი თაბაგარი

5 ივლისს, Tbilisi Pride-ის ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ, წინააღმდეგ  ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. ამის შესახებ, თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს რომ საქმე პოლიციელთან სატელეფონო საუბარს ეხება.
გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე, პოლიციელის გინებისთვის აღიძრა, მაშინ როდესაც სამართალდამცველები მოქალაქეებს არ იცავდნენ და რადიკალური დაჯგუფებები მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სწორედ ამ დროს სურდა სამართალდამცავს ზარალის აღწერისთვის “თბილისი პრაიდის” ოფისის დათვალიერება რამაც Tbilisi pride-ს ორგანიზატორის გაღიზიანება გამოიწვია.
”ფრიად უცნაური და მოულოდნელი ზარი მივიღე გუშინ. თან როუმინგზე ვარ და უცხო ზარებს არ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა ამ ზარს ვუპასუხე რატომღაც
მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით.
საქმე ეხება 5 ივლისს ჩემსა და ამ ადამიანს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.
ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო?
2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო
არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას”-  აცხადებს, გიორგი თაბაგარი.