5 პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა ცელულიტი გაგიჩინოთ

მითი იმის შესახებ, რომ ცელულიტი მხოლოდ მსუქანი ქალების პრობლემაა, დიდი ხანია გაქარწყლდა. “ფორთოხლის კანის” გაჩენის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის ქალის ორგანიზმის თავისუბურებაა.

კვებასა და ცელულიტს შორის კი ურთიერთდამოკიდებულება არაერთი კვლევით დასტურდება. არსებობს პროდუქტთა კატეგორია, რომელიც ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს. წარმოგიდგენთ 5 მათგანს:

1. გაზიანი სასმელები

დადასტურებულია, რომ ცელულიტის გაჩენას ხელს უწყობს გაზიანი სასმელები. მიზეზი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებია. გაზიანი სასმელების მირებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ინსულინს, რაც  ცხიმოვანი უჯრედების ზომას ზრდის.  ტოქსინები შლიან კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც ხდიან კანს გლუვსა და მკვრივს.

გაზიანი სასმელების ნაცვლად, გირჩევთ დალიოთ მწვანე ჩაი, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.

2. ყავა

უშუალოდ ყავა არ აჩენს ცელულიტს, თუმცა მასში შემავალი კოფეინი იწვევს გაუწყლოებას და ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც სისხლის მოძრაობა  და ნივთიერებათა ცვლა ნელდება.

შეგიძლიათ მიიღოთ ყავა ზომიერად და არ დაგავიწყდეთ, რომ ყავა შესანიშნავი ინგრედიენტია სახლის პირობებში დამზადებული ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბებისთვის.

3.ალკოჰოლი

ალკოჰოლი აზიანებს  კოლაგენის ბოჭკოებს, რომელთა ფუნქციონირება პირდაპირაა დამოკიდებული  კანის საფარის ელასტიურობაზე. ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებისას ხდება ორგანიზმის გაუწყლობა, რაც იწვევს  ნაოჭებისა და ცელულიტის გაჩენას.

4.რძის პროდუქტები
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რძის პროდუქტები “ფორთოხლის კანის” გაჩენის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს.საქმე ისა, რომ  რძის პროდუქტები შეიცავს ენზიმებს, რომელსაც ორგანიზმი  მთლიანად  ვერ შლის. განსაკუთრებით, მაშინ თუ თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში რძის პროდუქტების მონელება კიდევ უფრო რთულდება, რის გამოც “ფორთოხლის კანით” “ჯილდოვდებით”.

5. თეთრი ფქვილი და პურეული
თეთრი ფქვილი შეიცავს გასუფთავებულ ნახშირწყლებს.  ორგანიზმში, ტრანსფორმირდებიან გლუკოზაში. გლუკოზა კი  ანადგურებს კოლაგენს და ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას.