50 000 ლარი ვიზარალე, ე.წ. პრემიერი ვალდებულია, რომ დაგველაპარაკოს – ივენთკომპანიის დირექტორი

ივენთკომპანია “ლაიქის” დირექტორი, გიორგი მთივლიშვილი ამბობს, რომ მთავრობას შეეძლო მისი კომპანიისთვის 1 დღით ადრე შეეტყობინებინა აკრძალვის შესახება, თუმცა ინფორმაცია, რომ ქორწილები და სხვა ღონისძიებები იკრძალებოდა, ბრიფინგიდან გაიგო.

“დილით ბრიფინგი იყო და შუადღის სამ საათზე ობიექტებზე შსს-ს წარმომადგენლები შემოგვივიდნენ და გაგვაფრთხილეს, რომ ობიექტი გაგვეუქმებინა მეორე დღისთვის. ხალხო, 1 გააზრებული დღე მაინც ხომ უნდა მოეცათ, რომ თანხების მობილიზება გაგვეკეთებინა. ყველაზე მთავარი დაცინვა რაც არის ჩვენთვის, ჩვენ ხომ საშუალო ბიზნესით ვაშენებთ ამ ქვეყანას ხო? ერთი იყო და გავიგეთ რომ პანდემიაა, დავთანხმდით და გავაუქმეთ ობიექტები, ასობით თანამშრომელი სახლში გავუშვით და გროშები გადმოგვიგდეს 200-ლარიანი. დავდიოდით, ვიხვეწებით, რომ რომელიმე ადამიანი გამოდის ხალხო, შეგვხვდით, გავყიდეთ ყველაფერი და არავინ გამოვიდა. ე.წ. პრემიერ მინისტრი რომ ჰქვია, ვალდებულია რომ გამოვიდეს და ბიზნესს დაელაპარაკოს. სადღაც მიხო-მახოს შეხვდება, გადაიღებენ 2 კადრს და ბიზნესომბუდსმენი “მუშაობს”,- ამბობს ტვ პირველზე მთივლიშვილი.

მისი თქმით, 3 წუთში მისმა კომპანია 50 ათას ლარი იზარალა, დახმარების თხოვნისას კი მთავრობის წევრები იმალებიან.

“ბრიფინგის დაწყებიდან დასრულდებამდე 50 ათასი ლარი, 3 წუთში იზარალა ჩემმა კომპანიებმა. ვერ ავუდივარ თანხის გადარიცხვებს. ეს ჩარიცხული თანხმები თანამშრომელზეა გაცემული, შეკვეთებია გაკეთებული. იმ დამქირავებელმა რა დააშავა, ძლივს 2 თეთრი მოაგროვა, რომ იუბილე ან ქორწილი აეღნიშნა და ჩაგვირიცხა ეს თანხმა, იმას რომ არ გადავურიცხოთ, არ იქნება ჩვენგან სწორი. ამ დროს რას შვრება სახელმწიფო? ხო უნდა დაგვეხმაროს? გველება. ასე ღობე-ღობე გვემალება”,- ამბობს ივენთკომპანია “ლაიქის” ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ იკრძალება. ასევე, იკრძალება ღაბის კლუბები ღია სივრცეებშიც.