54 წლის კაცმა 15 წლის გოგოსთან სექსუალური ქმედება განახორციელა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართლში კაცმა 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, მათივე ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.

54 წლის კაცი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ხაშურში დააკავეს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.