65 წელს ზემოთ მოქალაქეები Covid-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციას 25 მარტიდან შეძლებენ. ნახეთ სპეციალური ბმული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატარინე ტიკარაძის განცხადებით, 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლის მიზნით, შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.

ტიკარაძის თქმით ამ პერიოდში მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სპეციალურ საიტზე ამ ბმულით  შეუძლით.