უნამუსო და სამარცხვინო გუნდი ხართ! ვისთან წააგეს? სტომატოლოგთან და მეთევზესთან“ – ოთარ ტატიშვილი თბილისის “დინამოზე”

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად, ფარერის კუნძულების გუნდ “კლაკსვიკთან” 1:6 დამარცხდა. ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, ოთარ ტატიშვილი თბილისის “დინამოს” მარცხს  დილის გადაცემაში გამოეხმაურა. ტატიშვილის თქმით  თბილისის “დინამომ” მსოფლიოს მასშტაბით ერი შეარცხვინა.

“ძალიან შეურაცხყოფილი ვარ პირადად მე და მთელი ერი და გამორიცხულია, რომ ამას არ გამოვეხმაურო, რადგან თბილისის დინამომ თავი მოგვჭრა ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. არ შეიძლება, რომ ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, დათო ყიფიანის ქვეყნის ჩემპიონმა წააგოს 6:1, თან ვისთან, ფეხბურთელებთან, რომლებმაც გუშინ ექვსი გოლი გაგვიტანეს, დღეს კი ერთი სტომატოლოგია, პაციენტს მიიღებს, მეორე მეთევზეა და ზღვაში გავა სათევზაოდ, მესამე კი ფერმერი და გიფსოკარდონის სპეციალისტი. პროფესიებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ნახევრად პროფესიონალური გუნდია, სამოყვარულო ჩემპიონატი აქვს ფარერებს, სირცხვილია, თავის მოჭრა, უნამუსო და სამარცხვინო გუნდი ხართ” – განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.