“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაურბა.

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები იმიტომ, რომ კოვიდსასტუმრო არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა დაავადებებით, იქ მისული პაციენტების ანამნეზი არ იციან ექიმებმა, თითო ექიმი არის განაწილებული ამ სასტუმროებში, ან საიდან უნდა იცოდნენ. აქ ჩვენთან ოჯახის ექიმმა იცის ყველა, მასზე მიმაგრებული პაციენტის ისტორია. წინასწარ არის განსაზღვრული ეს რისკჯგუფები.

ამ კოვიდსასტუმროში შედის 100 ადამიანი, ყველას თავისი ისტორია აქვს. წარმოუდგენელია, რომ ერთმა ექიმმა შეძლოს ამ პაციენტების მართვა, ერთმა ექიმმა იცოდეს, ამ პაციენტებს, რა წამლები აქვთ, რა თანმხლები დაავადებები, რა ოპერაციები აქვთ გადატანილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სასტუმროები არის დიდი შეცდომა. სწორედ, ამ სასტუმროების პრობლემა არის, რომ ასეთი მაღალია სიკვდილიანობა, დაგვიანებული მიმართვა, გადაყვანა საავადმყოფოებში. ბრალს ნუ დასდებენ იმ ექიმებს, რომლებიც ამ სასტუმროებში მუშაობენ იმიტომ, რომ ერთი ექიმი ვერ იქნება მულტიპროფილური, ეს წარმოუდგენელია,” – ამბობს ირმა კვიცარიძე

მისი აზრით საქართველოში მოძველებულია კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლი და დექსამეტაზონით პაციენტის მკურნალობას არასწორად მიიჩნევს.

“დიახ, მოძველებულია პროტოკოლი, მკურნალობის პროტოკოლები განვითარდა, არავინ არ იყენებს დექსამეტაზონს, გამოიყენება მხოლოდ ძალიან მძიმე მიმდინარეობის დროს, კორონავირუსის

დაავადების, ისიც, როცა პაციენტები მართვით სუნთქვაზე არიან. დექსამეტაზონის ასე უმისამართოდ გამოყენებამ გამოიწვია ის რომ პაციენტები რომლებიც რისკჯგუფში არიან (დიაბეტიანები და სხვა) მათ ურთულდებათ დაავადება,” – თქვა ირმა კვიცარიძემ

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას უპასუხა და მოუწოდა მიხედონ იმ ქვეყნებს, სადაც მოღვაწეობენ.

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოთხშაბათიდან...

“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ...

"ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა" - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი...

როგორ ამზადებდა სუს-ი პირადი ცხოვრების ანგარიშებს ივანიშვილისთვის-ნიკა გვარამიას სკანდალური გადაცემა

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან მოიპოვა ე.წ. კრებსი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...