საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 608 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

17 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 247 805
  • გამოჯანმრთელებულია – 232 993
  • გარდაცვლილია –  2 933
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9 083, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 796, PCR ტესტით – 4 287
  • კარანტინის რეჟიმში – 472
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 659
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 649