8 წლის ბავშვის გაუპატიურება – ადვოკატი 65 წლის კაცის დაცვაზე უარს ამბობს

8 წლის ბავშვის გაუპატიურება – კერძო ადვოკატი 65 წლის კაცის დაცვაზე უარს ამბობს.65 წლის კაცს მოზარდის გაუპატიურებას  ედავებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, მეორე კლასელმა მოზარდმა ოჯახს თავად უამბო, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიციას მიმართა.

ცნობისთვის, დღეს სამეგრელოში, მარტვილში დაწვეს 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლის კაცის და მისი შვილის სახლი. 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

63 და 36 წლის მამაკაცები 8 წლის გოგონას წლების განმავლობაში სისტემატიურად აუპატიურებდნენ.