”8 წლის წინ, ილოვაისკთან რუსმა სამხედროებმა ჩვენი ჯარი ალყაში მოაქციეს.
მაშინ, ჩვენი ბიჭები უიარაღოდ გამოსვლას დათანხმდნენ,მაგრამ რუსეთმა პირობა დაარღვია და მათი კოლონა დახვრიტა.

დღეს, ლიმანის ალყიდან გამოსვლის თხოვნა რუსეთს მოუწევს, თუ რა თქმა უნდა, კრემლის ბანკეტის მონაწილეებს თავისი ჯარისკაცებზე გული შესტკივათ”

წერს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.