850-მდე ბავშვი უკვე აცრილია ერთჯერადად – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 850-მდე ბავშვი.

“დღეისთვის, დაახლოებით, 850-მდე ბავშვია უკვე აცრილი ერთჯერადად და დაახლოებით 60-მდე ბავშვი უკვე სრულად, ორჯერადად Pfizer-ის ვაქცინით. ამ ასაკში ადმინისტრირდება მხოლოდ და მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა. ასევე, დაახლოებით, 11 000 მოზარდამდე აცრილია 16-17 წლის ასაკის მოზარდები”,- ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოში 9 ნოემბერს დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია.