“რა იყო იცით გუშინდელ დღეში ყველაზე ცუდი? არც ხალხის და არც ტაში რაოდენობა. 9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი, ქართველი ქართველის წინააღმდეგ”

განაცხადა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, TV პირველის ეთერში. გუშინ 14 ოქტომბერს,  თბილისში წამოსულ ენმ-ს მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ.