მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.
ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები და ჩვენ მზად ვართ. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.