„უნგრეთმა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღო, ომის დაწყებიდან უკრაინიდან ჩვენი საზღვარი 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა. უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე 200 მილიონი ევრო დავხარჯეთ. სამწუხაროა, თუ ეს პრეზიდენტ ზელენსკისთვის არაფერს ნიშნავს. ასევე, პრეზიდენტის ყურადღებას მივაპყრობდი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისგან უკრაინის მიერ მიღებული მხარდაჭერა უნგრეთის ფულსაც მოიცავს.[…]მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგობა გაუწიოს ახალი წევრის მიღებას. უნგრეთი არ უჭერს მხარს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს ევროპაში ომს შემოიტანს და უნგრელების ფულს უკრაინაში გაიტანს“,
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.













