„ივანიშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი მიზანია, რომ ინტერპელაციის საშუალებით კიდევ ერთხელ „გააპრავოს“ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისათვის, რომ მრავალგზის თქვას ერთი და იმავე პროპაგანდა და ტყუილი.

სამარცხვინო და სამწუხარო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება ერთი კერძო არაბული პროექტის პრომო-გუნდად იქცა, რომელიც მათ არეკლამებს და თან ამ ყველაფერში ჩართულია ქვეყნის ე.წ. პირველი პირი, ე.წ. პრემიერი ირაკლი კობახიძე. ეს ყველაფერი კი დამღას ასვამს იმას, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიზანი კორუფციული და კრიმინალური ინტერესების გატარებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კერძო ინტერესებს ემსახურება“,

ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით დაგეგმილ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი Eagle Hills-ის პროექტი იქნება.