საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია.. მოსახლეობის 52% – 2 048 577 ქალია, ხოლო 48% – 1 881 004 კაცი.
ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და 54%-ს შეადგენს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის
მუნიციპალიტეტებში და 49%-ია.
2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 331 485 კაცი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ია. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.















