spot_imgspot_img

რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე – ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ფავლენიშვილი

“რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე – ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ”  –  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს უნდა აწყობდეს და მის მიერ უნდა იყოს წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს, ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა უნდა შეეგუონ, რომ ქართველ ხალხში ანტიოკუპაციურ განწყობებს ვერც დააჩლუნგებენ და ვერც დაანგრევენ.

2008 წლის შემდეგაც ყოველთვის იყო საუბარი რუსეთის ოკუპანტობაზე. მიხეილ სააკაშვილი სწორედ პუტინისა და რუსეთის საწინააღმდეგო მკვეთრი განცხადებებისა თუ რიტორიკის გამო იყო მიუღებელი პერსონა საგარეო პოლიტიკური კუთხით. ახლა კი ამბობენ, თითქოს ის რუსეთთან რაღაცებს აკეთებდა, რაც შეიძლება სხვანაირად აღვიქვათ. ეს სრულიად არაადეკვატური პროპაგანდაა, რადგან ეს კაცი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, როგორც პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი. ადამიანზე, რომელსაც ზახაროვა და ლავროვი ყოველდღე აქებენ, ირაკლი კობახიძე და მისი დამქაშები იძახიან, თურმე რუსეთთან რაღაცებს აკეთებდაო!

როდესაც 2008 წლის შემდგომ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ყველას ახსოვს, რაც ხდებოდა. არაღიარების პოლიტიკისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, მთავარი ბრალდება კი, რასაც მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ და დღესაც იმავე ნარატივს ავრცელებენ, რითაც საქართველოს მტრობენ, ის იყო, თითქოს ომის დაწყება ჩვენი ბრალი გახლდათ. კობახიძისნაირი ადამიანების გამო, რომლებიც ამ ნარატივებს ავრცელებდნენ, იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ჩვენ რუსებს კი არ ვებრძვით, ქსენოფობიური დამოკიდებულება კი არ გვაქვს და „შარზე“ კი არ ვართ, არამედ შეგვიძლია, ისინი ჩვეულებრივ ტურისტებად მივიღოთ.

პირიქით, წინა ხელისუფლებას რიტორიკას უწუნებდნენ და ამბობდნენ, თითქოს ზედმეტად „ქსენოფობიურები“ იყვნენ, ახლა კი სრულიად ახალი ნარატივი შემოიტანეს. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ რუსეთის მიმართ აგრესიულად განწყობილები არ ვიყავით. ამას ხელი შეუშალა ევროპაში არსებულმა იმ ძალებმაც, რომლებიც არაადეკვატურად იყვნენ განწყობილნი რუსეთის მიმართ და მიაჩნდათ, რომ მას ჩვენს რეგიონში ლეგიტიმური ინტერესები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მაშინდელი ხელისუფლება იძულებულიც იყო, კულტურული თუ ტურისტული მიმართულებით ეჩვენებინა, რომ ქსენოფობიურად და აგრესიულად განწყობილი არ გახლდათ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე ისაუბრა.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.

არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია“,- დაწერა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img

პოპულარული

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე,...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება...

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა...

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად...

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი...
spot_img

ყველა ამბავი

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - გამოკითხვაზეა დაბარებული მისი დაცვის ყოფილი უფროსი, გაბრიელ კობაიძე.მომხდარზე...

გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს- კობახიძე

" გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები " -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“  პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი აცხადებს. ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ძირითადი...

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს მიმართავს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი გაწვევის ასაკს...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის წინაშე დადგა: შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ თუ გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ....

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.როგორც ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ საინიციატივო საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება...

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე ,,ქართული ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.ფასის ყველაზე მკვეთრი, 14%-იანი მატება ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა. მას...