მერე რა მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთისადმი დახმარება აფხაზეთში ბენზინის შეტანის სახით შეწყდა. ასეთია ხალხის ძალა. საკითხი დამოუკიდებელმა მედიამ „გახეთქა“, შემდეგ კი მთელმა საზოგადოებამ-ჩვეულებრივმა პატრიოტმა მოქალაქეებმა, პარტიებმა, ექსპერტებმა და რა თქმა უნდა, მედიამ-შავი დღე აყარა ამ პრორუს, კორუმპირებულ და ანტისახალხო რეჟიმს, გაუმაძღარ ნავთობკომპანიებს და წვრილ შუამავალ „ქოცმეწარმეებს“.

ეს გამარჯვებაა! ეს მარცხი ხელისუფლებამ უკომენტაროდ მიიღო. მათმა „ინფონაგავმაც“ ვერ შეძლო საკუთარი მომხრეების მიმხრობაც კი. ასეთი მარცხებით სუსტდება რეჟიმი. მათი მარცხი კიდევ ერთი მოღალატური ქმედების თავიდან აცილებაა.
ფხიზლად უნდა ვიყოთ, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.