„აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ისაა, რომ ძალიან ცუდად ემთხვევა ის, რომ ბატონი ღარიბაშვილის გავრცელებული ნარატივი წამებში აიტაცა აგენტურულმა ოპოზიციამ და ზუსტად ერთი და იგივე „მესიჯბოქსით“ საუბრობენ. მტკიცებით ფორმაში აქაც ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან ცუდი დამთხვევაა ეს ყველაფერი და, ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის ჩვენს გუნდს – ანუ ჭორაობაზე დაფუძნებული რაღაცა წერილების გავრცელება, შემდეგ სპეკულაციები ადამიანის სუიციდით. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არავინ, მათ შორის ბატონი ღარიბაშვილიც, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს დამატებით, რაც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის და გამოძიებისთვის. შესაბამისად, ეს არის ძალიან ცუდი მეთოდებით ბრძოლა გუნდთან. და ისიც ძალიან უცნაურია, როდესაც ღარიბაშვილი მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩატარდა მის ბინაში, აღიარა ეს ბრალი, ითანამშრომლა, ჩაჯდა ციხეში, იგი ამბობს, რომ თურმე უდანაშაულო ყოფილა”

ამის შესახებ „ქართული ოცების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ბოლო წერილს გამოეხმაურა.