ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად იურისტობაც დასრულდეს: მანანა კობახიძე

ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელთანაც მან ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვიდან თვითაცილების მიზეზები განმარტა.

„მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა.

სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი.

ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელია და თუკი, ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე განიხილავდა საქმეს – რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?“ – განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ირაკლი კობახიძესაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მანამა კობახიძე „თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას“.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ მან აცილება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მოითხოვა, რაც დაასაბუთა შუამდგომლობაში.

„პრემიერმა თქვა, ის პოლიტიკოსი რომ იყო წარსულში, 14 წლის წინ და “ქართული ოცნების” დამფუძნებელიო, ეს არ არის საფუძველი აცილებისთვისო, მაგრამ მე ჩემს შუამდგომლობაში და დასაბუთებულ არგუმენტაციაში ვხსნი, რომ აქ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი. მე აცილება მოვითხოვე კუმულაციურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით: კერძოდ, მე ვიყავი [ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს] ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატი, არაერთი მწვავე დისკუსია და პოლიტიკური დებატი მქონია საჯარო ტრიბუნიდან, მათ შორის პარლამენტიდან, სადაც ღიად მოვუწოდებდი [ყოფილ ხელისუფლებას] რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ წასულიყვნენ პოლიტიკიდან” – ამბობს მანანა კობახიძე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, რომელთანაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

„ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს – აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში თვითაცილება მოითხოვა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

პოპულარული

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით,...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება,...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

მსოფლიოში კიბოს ყოველი მერვე შემთხვევა ინფექციებს უკავშირდება — ბევრის თავიდან აცილება შესაძლებელია

კიბოს ზოგიერთი შემთხვევის თავიდან აცილება ვაქცინაციით, ინფექციის დროული გამოვლენითა...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას...

ყველა ამბავი

რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა მუდმივად ცდილობს [სანაია] დაატყვეოს – ხაბეიშვილი

რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან დანაშაულის ფაქტი რეალურია, გადაღებულია...

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა შვილის, პრესლი გერბერის, გარდაცვალებაზე

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავისი შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალებაზე. 27 წლის გერბერი 20 სექტემბერს კალიფორნიის სარეაბილიტაციო ცენტრში...

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი. სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები!”- დაწერა ტრამპმა Truth...

სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია და მედიის ჩახშობა – ევროკავშირი ოპოზიციის გაუქმების მცდელობასა და ვახო სანაიას დაკავებას გმობს

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ სარჩელებს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, მათ შორის, რა თქმა უნდა, უახლეს მოვლენებს საქართველოს...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა."ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებით...

თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს – პაპუაშვილი სანაიაზე

"თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს"-,,ოცნების" თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის...

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდება

კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.საქმის განხილვა, მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება,...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით,...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, რადგან მიიჩნევს, რომ...

Wall Street Journal: პუტინმა ტრამპს APEC-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რათა...