„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმ, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა,

„დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი  შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს.

„დავითი კლინიკაში ჯერ არ გადაუყვანიათ… კამერაში არის მგლებთან ერთად შეშვებული სპეციალურად. სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ, ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს.

იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“ – აცხადებს ბრალდებული ძმების დედა, ნინო აბრამიშვილი.

20 ოქტომბერს, ადვოკატმა განაცხადა, რომ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, ამ დაპირისპირების შემდეგ ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში სხვა საკანში ზის.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო  ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება და განმარტა, რომ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, თბილისში 22 სექტემბერს დააკავეს. გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან – ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ფეიქრიშვილს კი  ალექსანდრე ჩაფოძესთან ერთად, ტაქსის მძღოლთან დაპირისპირების ფაქტზე, ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები – ვატო ყიფიანი,  ავთანდილ ბილანიშვილი – იგივე „კაწრო“ და შოთა ყიფიანი 2026 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

პოპულარული

დაკავებული პენსიონერებს დახმარების დანიშვნას დაჰპირდა, მათი მონაცემებით სესხები აიღო – შსს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული...

„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს...

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს,...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

ყველა ამბავი

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის შესახებ თავის ყოველკვირეულ შემაჯამებელ სტატიაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი,...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია - წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა."გასაჯაროვდეს ციხის კამერების...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"  ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ...

დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. ფიზიკური დაზიანებები კი მას შემდეგ მიადგა,...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ...

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის...

ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ქადაგიშვილი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და...

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ...

ვაშინგტონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აჭიანურებს – The Washington Post

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი კიევს უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიდან მიეწოდება. რადგან იარაღი ამერიკული წარმოებისაა, მესამე ქვეყნის მიერ მისი გადაცემა აშშ-ის...

ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის,...