“დაიხარჯა ₾722 645” – “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

“ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაკრძალვისთვის დაიხარდა 722 645 ლარამდე, გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

“მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

  1. შპს  TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა  სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;
  2. შპს  ალფა სტუდიო –  უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;
  3. შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;
  4. შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;
  5. შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება  33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;
  6. ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით –  2 850 ლარი;
  7. შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;
  8. შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;
  9. შპს ეიჩემსი ჯორჯია-  სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;
  10. შპს ფლორერია –  სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი;
  11. შპს ჯეოვოისი  – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები)  – 215 600 ლარი;
  12. შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით  ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;
  13. ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის,  დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;
  14. შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;
  15. ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;
  16. შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11  362.50 ლარი;
  17. შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით,  კაბელ – კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;
  18. ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;
  19. შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;
  20. შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი;
  21. შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;
  22. შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;
  23. ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;
  24. ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება – 700 ლარი;
  25. ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) – 1 000 ლარი;
  26. ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.

ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა – შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი – სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)”. – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA)...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე...

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა შვილის, პრესლი გერბერის, გარდაცვალებაზე

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავისი შვილის, პრესლი...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ...

ყველა ამბავი

არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინას მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე წარმოდგენილი არ იქნება და პარტიის წევრები საკონსტიტუციოს შენობასთან მიმდინარე აქციას...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. მომიტინგე თამარ ლორთქიფანიძემ,  2025 წლის 22...

21 ოქტომბრის საკვირველი დღეები

21 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:4 000 მბ + 150 წთ (საქართველოში) - 9₾600 წთ (საქართველოში) - 10₾30 000 მბ - 19₾...

ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ – ზელენსკი

"ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ "- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ოსლოში შეხვედროს შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე...

NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და თეთრი სახლის ხელმძღვანელის სიძე ჯარედ კუშნერი შეეცდებიან, კიევს რუსეთთან მშვიდობა...

მილანში არეულობებისა და პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნიან

იტალიის მინისტრთა საბჭო (მთავრობა) მილანში 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ქალაქში ბოლო დღეებში ცხოვრების გაძვირების გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები...

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ბრალს სდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩაუდენია. ის...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამ წუთებში მას საოპერაციო ბლოკში შესაყვანად...

შიმშილობა ბლოკადაში მყოფი ქალაქის გადასარჩენად: რას ითხოვს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩიერნო?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩიერნომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის შესახებ თავის ყოველკვირეულ შემაჯამებელ სტატიაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი,...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია - წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა."გასაჯაროვდეს ციხის კამერების...