{{ARTICLEIMAGE}}
პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა – ამის შესახებ განცხადებას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აკეთებს. კომპანია განმარტავს, რომ პეკინის 30 ნომერში ხანძარი არა გაზის გაჟონვამ არამედ წინასწარი ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს”, – ნათქვამია ყაზტრანსგაზის განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეკინზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში, ხანძარი გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.