აფეთქებამდე კორპუსი სპეციალისტებმა შეამოწმეს, თუმცა ზომების მიღება საჭიროდ არ ჩათვალეს

{{ARTICLEIMAGE}}

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე, კორპუსის მაცხოვრებლებმა სპეციალისტები გამოიძახეს, რადგან შენობაში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს. მაცხოვრებლებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მათ შემოწმების შემდეგ ადგილი დატოვეს იმ მოტივით, რომ “ყველაფერი კარგად იყო”.


ამ თემაზე წინასწარი საუბრისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. მისი თქმით, პრეტენზია მოქალაქეებისგან მოისმინა, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის. მას არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა შემთხვევის ადგილზე “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები. მისივე ინფორმაციით, აფეთქების განმეორების საშიშროება არ არსებობს, ნანგრევებიდან ერთი ადამიანია ამოყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კუპატაძისვე ინფორმაციით, შენობა მთლიანად ევაკუირებულია.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცნობილია,რომ სამი ბავშვი,რომელთა  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. 

ეს ინფორმაცია იაშვილის კლინიკაში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაადასტურა.