Apple-მა რუსეთში მუშაობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა

გავრცელდა კომპანია Apple–ის განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კომპანია რუსეთში შეზღუდვებით იმუშავებს. კომპანია “ღრმად შეშფოთებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და აკეთებს ყველაფერი გააკეთოს საბრძოლო მოქმედებების ზონაში საკუთარი თანამშრომლების მხარდასაჭერად.“

Apple–მა განაცხადა, რომ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მის ყველა პროდუქციაზე წვდომა შეიზღუდება. შეზღუდული წვდოით იმუშავებს  Apple Pay–ს სერვისიც. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება შეზღუდვაში.

ასევე  Apple–მა მიიღო გადაწყვეტილება დაუკეტოს წვდომა მის აპლიკაციებთან სახელმწიფო მედიას – რაშა თუდეის და სპუტნიკს.