სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს რჩევა არ გაითვალისწინოთ: ექიმის რჩევა

{{ARTICLEIMAGE}}

ივანე ჩხაიძე, იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თითქოს გრიპის ვირუსის სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო საშუალებაა, განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, წყალბადის ზეჟანგის საოცარ თვისებებთან დაკავშირებით რჩევა არასწორია და ამან შესაძლოა, უარესი შედეგი გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში”.

“ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ ოთახი. ხშირად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი, თუ თქვენ ზოგადი ჰიგიენის რჩევებს დაიცავთ, ვირუსით დაავადების რისკს შეამცირებთ”, ამბობს ივანე ჩხაიძე.

ამასთან, იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი მოსახლეობას გაციებასა და გრიპს შორის განსხვავებას შეახსენებს.

კერძოდ, გაციების დროს – გრიპისგან განსხვავებით არ არის მაღალი ტემპერატურა, არის ცხვირიდან გამონადენი, ადამიანი ინარჩუნებს აქტივობას, არ ახასიათებს შემცივნება, თავის ტკივილი.

ექიმი გრიპის დასაძლევად საუკეთესო მეთოდად ვაქცინაციას ასახელებს და ამბობს, რომ ამისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი იყო და ვინც ამ ხელსაყრელ პერიოდში გაიკეთა აცრა, შეუძლია, მშვიდად იყოს. 

ივანე ჩხაიძის თქმით, თებერვალსა და მარტში გრიპის მატების მეორე ტალღაა მოსალოდნელი და გრიპის ვაქცინაციის ჩატარება არც ახლაა დაგვიანებული.

უნდა გადაიდოს თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი