ასეთი ტრაგედიის დროსაც გამონახა საშუალება, რომ იღლიცინოს – ოპოზიციონერი თბილისის მერის “უცნაურ რჩევას” პასუხობს

{{ARTICLEIMAGE}}
საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის განცხადებებს გულისამრევს უწოდებს:

“უპასუხისმგებლო უინტელექტო მერის განცხადება, რომელმაც ასეთი ტრაგედიის დროსაც გამონახა საშუალება, რომ იღლიცინოს და საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხყოფა. ლექსიკა, რომელსაც იყენებს კალაძე, არის სამარცხვინო და ამ ფორმით ის ხალხს და საკუთარ თავს აყენებს შეურცხყოფას. ნაცვლად იმისა, მთელი მთავრობა და მერია მომართული იყოს ტრაგედიის დროს დაზარალებულებზე, იფიქროს პრევენციაზე, იზრუნოს მომავალში, ჰყოფნის დრო, რომ ოპონენტებს თავს დაესხას. ვწუხვარ კალაძის და თბილისელების გამო, რომ ასეთი მერი ჰყავთ”,განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა newsreport.ge-ს.