AstraZeneca-თი ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გაგრძელდება

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში როგორც ახლაც მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფებისთვის ამ ეტაპზე ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება. რაც შეეხება მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმის ცვლილების შესახებ არ არსებობს. ამდენად, მან, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა”,– თქვა გაბუნიამ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ მუშაობენ ალტერნატიული ვაქცინის დანერგვის დაჩქარებაზე.

ცნობისთვის, გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა ორგანომ ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, რომ 30 წლამდე ზრდასრულ მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის ნაცვლად სხვა ვაქცინა შესთავაზონ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ვაქცინა ხელმისაწვდომია და ჯანმრთელობის მყისიერი საფრთხე არ დგას.

კულუმბეგოვი კოვიდზე: 55-75 წლის ასაკში სიკვდილის რისკი 1300-ჯერ მეტია, ვიდრე 17 წლამდე პირებში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ საქართველოში 55 წელს ზემოთ მცხორები მილიონი ადამიანიდან ვაქცინით მხოლოდ 2.5%...

“ქართული ოცნება” და ოპოზიცია დღეს შეხვედრას გამართავს

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე...

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 818 შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ხოლო 783...

გოცირიძე: ჩვენი ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელზეც გალში რუსებს უდევთ ხელი

ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ახლო მომავალში შესაძლოა ელექტროენერგია...

ანაკლიასთან მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ანაკლიასთან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 00:46...

ჩეხეთმა რუსეთი დივერსიაში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი გააძევა

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა...

ოპოზიციის უარი ალოგიკურია, მაგრამ მოსალოდნელი – კობახიძე

"ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის მხრიდან...

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ კომპრომისის აუცილებლობას“–აშშ–სა და ევროკავშირის საელჩოები ოპოზიცია–ხელისუფლების მოლაპარაკებებზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შესახებ  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: “საქართველოში...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო