{{ARTICLEIMAGE}}
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა. სატვირთოს და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულები სოფელ ტყვიავის მკვიდრნი, 17, 18 და 23 წლის ახალგაზრდები არიან.