ბახტრიონზე მანქანა ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა

ბახტრიონზე მსუბუქი ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა. დიდი სიჩქარით მომავალი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყო რამდენიმე მანქანას დაეჯახა შემდეგ მაღაზია „ელეგანტში“ შევარდა. დაზიანებულია მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა არავინ. მანქანის მძღოლი კი ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დაჯარიმდა.