“საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, ნაცმოძრაობა თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით დამთავრდა ასეთი ბანძი მოქმედებით, ასეთი გოიმური მოქმედებით, არ ვიცი რა ვუწოდო, იმდენად მდაბიო საქციელი ჩაიდინეს”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ერთ-ერთი დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ის გაურკვეველი სუნი გახდა, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დადგა.
პასუხისმგებლობა პარლამენტში განხორციელებულ ქმედებაზე ორგანიზაცია “სირცხვილიამ” აიღო.